კომპანია შატო ხაშმი წარმოადგენს საოჯახო მარანს სოფელ ხაშმში.
ჩვენი ყველა ღვინო არის დაყენებული ქვევრებში კახური ტრადიციული წესით, არის გაუფილტრავი და 100%-ით ნატურალური. რაც ნიშნავს, რომ ღვინის დასაყენებლად გამოიყენება მხოლოდ ბიო/ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძენი, ღვინის დაყენა კი მიმდინარეობს ბუნებრივად, ყოველგვარი დანამატების, მათ შორის გოგირდის გარეშე. ღვინოები არ არის ხელოვნურად დაწმენდილი და არც გაფილტრული, ასევე არ შეიცავს დამატებულ გოგირდს და შესაბამისად აუცილებელია შენახვის პირობების დაცვა. ღვინო უნდა ინახებოდეს აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გრილ, ბნელ ადგილას, ხმაურისგან და ვიბრაციებისგან მოშორებით. შენახვის პროცესში დასაშვებია ნალექის გაჩენა.